Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი - ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან, აგრესორი არის რუსეთი, სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს დაპყრობითი ომი


ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან, ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო უკანონო ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ, ფაქტები ყველასთვის ნათელია, არავინ ესხმის თავს რუსეთს. აგრესორი არის რუსეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯოზეფ ბორელთან და დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვერავინ ხედავს იმის ნიშანს, რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება.

„ეს არის სოლიდარობის მაგალითი, ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან. ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო უკანონო ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. ფაქტები ყველასთვის ნათელია. არავინ ესხმის თავს რუსეთს. აგრესორი არის რუსეთი. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას დაიცვას თავი, რომელიც გათვალისწინებულია გაერო-ს წესდებაში. სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს იმპერიული დაპყრობითი ომი. ეს არის პუტინი, რომელიც აგრძელებს ომის ესკალაციას. მას ეგონა, რომ შეეძლო უკრაინის განადგურება და ჩვენი გაყოფა, მაგრამ მან ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის მონდომება, დაიცვას სამშობლო. მან ვერ შეაფასა ჩვენი ერთიანობა. ერთი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრა დაიწყო, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. პირიქით, როგორც მან დღეს ცხადყო, მეტი ომისთვის ემზადება. რუსეთი ახალ შეტევებს იწყებს. არის მეტი ჯარის მობილიზება. დაუკავშირდა ჩრდილოეთ კორეას და ირანს. ჩვენ ასევე სულ უფრო შეშფოთებულნი ვართ, რომ ჩინეთი შესაძლოა გეგმავს რუსეთის ომის ლეტალური დახმარების გაწევას. პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ეს აჩვენებს, რომ აგრესია მუშაობს და ძალა დაჯილდოებულია. ეს საშიში იქნებოდა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მათ სჭირდებათ მოსაგებად, რომ იყოს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ერი ევროპაში. ჩვენ ვნახეთ რუსული აგრესიის ნიმუში მრავალი წლის განმავლობაში – საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს და სრულფასოვანი შეჭრა გასულ წელს. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი არ გააგრძელებს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლას და დაირღვეს რუსული აგრესიის ციკლი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...