Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ გომელაური - მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს, ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ


ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით ჩვენ მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებისა და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოს მხრიდან პასუხისმგებელი ერთ-ერთი ძირითადი უწყება, წარმატებით ახორციელებს საზღვაო უსაფრთხოების პროექტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. ევროინტეგრაციის პროცესში უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა უწყებამ, არაერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროპულ სააგენტოებთან -Frontex-თან, Europol-თან და თავშესაფრის საკითხებზე ევროკავშირის სააგენტოსთან, რაც დადებითად არის შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებისა და მემორანდუმების გაფორმების მიზნით, სხვადასხვა ეტაპზეა მოლაპარაკების პროცესი რიგ პარტნიორ სახელმწიფოებთან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...