Jump to content
Planeta.Ge

უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები


რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 6 დაღუპულისა და 12 დაჭრილის შესახებ.

მანამდე, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.

„ხერსონი იბომბება, სავარაუდოდ „გრადებით“. დაახლოებით 20 აფეთქება იყო“, - დაწერა ხერსონის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონი რუსული ძალებისგან გასული წლის ნოებერში გაათავისუფლეს.

interpressnews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...