Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი აქვს დადებული უკრაინის დამარცხებაზე და სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკა ამაზეა აწყობილი


ეს პოლიტიკა იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი უკრაინის დამარცხებაზე აქვს დადებული და მთელი პოლიტიკა სამწუხაროდ, ამაზეა აწყობილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც თითქოს ფრთხილი და დაბალანსებულია, სინამდვილეში სიფრთხილესთან და დაბალანსებულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„უკრაინაში ომის დაწყებისთანავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყო ძალიან გაურკვეველი, ბუნდოვანი საგარეო მესიჯების გაგზავნა. თქვენ ზოგჯერ ლანძღავდით დასავლეთს, ზოგჯერ კარგი განცხადებებით გამოდიოდით და მადლობას უხდიდით მათ, თან საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინეთ, მაგრამ ამის პარალელურად, თავს ესხმოდით და ესხმით იმ ადამიანებს, რომლებმაც საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ძალიან გაურკვეველი, ბუნდოვანი, ზოგჯერ კომიკური და ალბათ უფრო ტრაგიკომიკური რიტორიკა გქონდათ, მაგრამ განსაკუთრებულად, ბოლო რამდენიმე დღეა, პროცესები თითქოს დაჩქარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

დეპუტატმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა, რომელსაც სამარცხვინო უწოდა.

„პრემიერ ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა იყო ძალიან სამარცხვინო. ღარიბაშვილმა რუსეთი ნეგატიურ კონტექსტში საერთოდ ვერ ახსენა, ვერც აგრესორად, ვერც ოკუპანტად, ვერც მტრად. და ვერ თუ არ გაბედა, რომ უკრაინისთვის გამარჯვება ესურვებინა. ეს სწორედ მაშინ, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...