Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის „პროთავისი“ - პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ, შეცვალონ ქვეყნის ორიენტაცია


მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. სწორედ ეს არის მიუღებელი, როდესაც ადამიანი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების მცდელობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის.

„ეს არის მიუღებელი და სწორედ ამიტომ მე ჩემს გუნდთან ერთად გადავდგამ ყველა ნაბიჯს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიცვათ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ პასუხს ვერ გავცემთ ჩვენს შვილებს,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არის „პროთავისი“ და ის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველას ჩამოართმევს ხელს.

„ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს გახვალთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი. ბიძინა ივანიშვილი არის „პროთავისი“. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი. დღეს კი, დღევანდელი მოწყობილი ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, ის უბრალოდ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან, ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივად, ის თანამედროვე დემოკრატიულ ევროპულ სამყაროს შორდება და ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით,“ - განაცხადა გახარიამ.

პალიტრანიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...