Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პარლამენტში დისკუსიის გახსნაც კი, ევროკავშირის მიმართ წინააღობაა, რადგან ეს არის რუსული მექანიზმის გადმოღების მცდელობა


„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  პარლამენტში დისკუსიის გახსნაც კი, ევროკავშირის მიმართ წინააღობაა, რადგან ეს არის რუსული მექანიზმის გადმოღების მცდელობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტყუა, თითქოს, ეს იყო ამერიკული კანონი.

„საქართველოს ხელისუფლება ტყუილში თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა ამხილა. თავის დროზე, FARA ამერიკაში იმიტომ მიიღეს, რომ ამის ადრესატი იყვნენ ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები და ეს მიზნად ისახავდა ნაცისტური პროპაგანდის პრევენციას. ეს პროექტი რას ისახავს მიზნად? – „ქართული ოცნება“ ამბობს, სურს, გამჭვირვალეობა გაზარდოს, თუ სად მიდის უცხოური გრანტები. საქართველოში უცხოური გრანტების გამცემები ვინ არიან? – ამერიკა და ევროკავშირი. “ქართული ოცნება“ პოლიტიკურად რაგანაცხადს აკეთებს, საქართველოსთვის საფრთხე დასავლეთიდან მოდის? გრანტის გამცემიც და მიმღებიც ვალდებული არიან, დეკლარირება მოახდინონ. ვისზე გაიცემა გრანტი და რა მიზნით, ეს ინფორმაცია უწყებებში ისედაც მიდის. ტყუილია, როცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს ცვლილებები ფინანსური გამჭვირვალეობისთვის უნდათ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...