Jump to content
Planeta.Ge

ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა


ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები.

ორივე კანონპროექტს 120-ადგილიან ქნესეთში 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 47 იყო. შუაღამის შემდეგ გამართულ კენჭისყრას პარლამენტში ცხარე დებატები უძღოდა წინ.

ნეთანიაჰუს მთავრობას 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 64 მანდატი აქვს.

პარლამენტში რეფორმის პროექტის განხილვის პარალელურად, იერუსალიმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...