Jump to content
Planeta.Ge

შალვა პაპუაშვილი - უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არც ერთი ქვეყანა არ არის ჩვენს მდგომარეობაში, თუმცა ისევე ვართ მოტივირებული მხარდაჭერისთვის, როგორც სხვები


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში ხმამაღლა აფიქსირებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ პირობებშიც კი, საქართველო ისევე მოტივირებულია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, როგოროც სხვა ქვეყნები.

„მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის იყო კომუნიკაცია. იცით, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ინტენსიური კომუნიკაცია, არამედ მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით და მონაწილეობით, მათ შორის უკრაინელი ბავშვები გვყავდა საქართველოში, გვეწვიენ პარლამენტში. მეგობრობის ჯგუფებს შორის არის საკმაოდ ინტენსიური გაცვლა ამასთან დაკავშირებით.  24 თებერვალთან დაკავშირებიით უკრაინაში იგეგმება ღონისძიება, მიმართეს ყველას, ვისაც იქ ჩასვლის სურვილი ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან თავისი კოლეგის მიმართაც იყო გაჟღერებული პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელიც არ გამოუჩენია არც ერთ ქვეყანას, რომელიც შეიძლება ასეთ პირობებში ყოფილიყო. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატო-ს ქოლგით, მიუხედავად ამისა, ვართ ყველაზე ხმამაღალი საერთაშორისო ფორმატებში. განსხვავებით ყველა სხვისგან, ვინც არის უკრაინის მხარდამჭერების ალიანსში, ჩვენი ქვეყანა არ არის დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, ვართ რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა და ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც შეეეხება სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას. ჩვენ ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა და რა თქმა უნდა, დიდია რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს. განსაკუთრებით, როდესაც მოქმედებს სანქციები და აკრძალვები, ყოველთვის გამოჩნდებიან ჯგუფები, ვინც შეეცდებიან, ამაზე ხელი მოითბონ.

მსოფლიოში დღეს აკრძალულია იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, აკრძალული საგნები ბრუნავს მსოფლიოში. რისკი არის დიდი და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ზოგიერთი პოლიტიკოსი ლამის ყოველკვირეულ ბრიფინგს ატარებდა, საქართველოს, თავის სამშობლოს აბრალებდა სანქცირების გვერდის ავლისთვის ხელშეწყობას, ვერ დადასტურდა, არათუ ფაქტი, ეჭვის დონეზეც ვერ დადასტურდა. მას შემდეგ, რაც უცხოელი ელჩებიც ადასტურებენ ამას, უცხოელ ელჩებსაც კი ესხმიან თავს. აქაც გამოჩნდა, რამდენად კეთილსინდისიერია საქართველო უკრაინასთან სოლიდარობაში, გამოჩნდა, რამდენად ძლიერია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ამ რთულ პირობებში ახერხებენ იმის უზრუნველყოფას, რომ არც ერთი ეჭვი არ ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლისა.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია, ნებართვის გარეშე. უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არც ერთი ქვეყანა არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, უსაფრთხოების, ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამისა, ვართ მოტივირებული უკრაინის მხარდაჭერისთვის, როგორც სხვა ქვეყნები. ამ ფონზე ჩვენთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავდასხმას, ეს არის იმედგამაცრუებელი. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას. არამარტო უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამ დროს, ასეთი შეტევები ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...