Jump to content
Planeta.Ge

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან, გადაკეტილია ქუჩები, რკინიგზა, ასევე აშშ-ის საელჩოს ტერიტორია


კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვინ ჩადის კიევში, თუმცა მედიასაშუალებები ვარაუდობნ, რომ უკრაინის დედაქალაქში შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი ხვალ პოლონეთში ჩადის.

„მოდით, ჯერ ამ ინტრიგას შევინახავთ და არ გავუსწრებთ მოვლენებს. იმედი მაქვს, რომ სიურპრიზი, რომელიც მზადდება, გამოვა. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომის წლისთავზე ვიხილოთ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები, ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების კიევში“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი მელნიკმა.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...