Jump to content
Planeta.Ge

გაერო-ში აშშ-ის ელჩი - რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს


ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს.

ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეს საკითხი ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას დააყენა.

„ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით მსგავს სიტუაციებში. მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩინელები და სხვები თუ აპირებენ რუსების ლეტალურ მხარდაჭერას უკრაინაზე მათ სასტიკ თავდასხმაში, მაშინ ეს მიუღებელია. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ ჩინეთს, როგორც მოწინააღმდეგეს. ჩვენ მზად ვართ, კონკურენცია გავუწიოთ ჩინელებს და, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ წინააღმდეგობის გასაწევადაც. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...