Jump to content
Planeta.Ge

მადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს


ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მადრიდში დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა, რომლებსაც ქვეყანაში 14-მდე სახლის ძარცვა ედებათ ბრალად, - ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში სახლებში შვიდი ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ნივთები.

ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული, კრიმინალური ორგანიზაციის სხვა წევრებიც დააკავონ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...