Jump to content
Planeta.Ge

David Koma-ს ახალი კოლექციის შთაგონება მარლენ დიტრიხის სტილი გახდა


image.png

დავით კომახიძე და მატილდა გვარლიანი

ლონდონის მოდის კვირეულის ახალ სეზონზე ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძე, იგივე DAVID KOMA-მ თავისი ახალი კოლექცია წარადგინა.  

დიზაინერის მოდელებს შორის ქართველი მატილდა გვარლიანიც იყო.

,,ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს შტორმის წინ სიმშვიდეს ჰგავს. მომწონს კოლექცია, საბოლოოდ, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც მინდოდა.” - აღნიშნა დავით კომახიძემ ჟურნალ ,,ვოგთან საუბრისას

დიზაინერის თქმით, ახალი კოლექციის შთაგონებად მან მარლენ დიტრიხის სტილი აირჩია.

image.png

,,მარლენის დიდი ხნის თაყვანისმცემელი ვარ. მისი სტილი თავის დროზე ძალიან პროგრესული და პროვოკაციული იყო, მან უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მარლენი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, რომელმაც ანდროგინული სტილი საჯაროდ მოირგო.” ამბობს დიზაინერი.

მიუხედავად მკაცრი სტილის ინსპირაციისა, კომას ჩვენებას მბზინავი თვლებისა და ბუმბულების გარეშე არ ჩაუვლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი დეტალი კოლექციაში ოტკუტიურის ელემენტებით იყო შესრულებული, მაგალითად ვერცხლისფერი თვლებით მორთული დეტალები და ლატექსის ყვავილები, რომლებიც სრულად ხელითაა შექმნილი. ეს ტექნიკა DAVID KOMA-ს კოლექციებში უკვე რამდენიმე სეზონია გვხვდება.

image.png

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...