იენს სტოლტენბერგის, დმიტრო კულებასა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივი შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება
21 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მოლაპარაკების შემდეგ სტოლტენბერგი, ბორელი და კულება ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც დმიტრო კულებამ აღნიშნა, ეს უკრაინის, ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა სამმხრივ ფორმატში.
„ველოდები იენს სტოლტენბერგთან და ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას უკრაინისა და ევროპის დასაცავად ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, -აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
უკრაინული მედიის ცნობით, 20 თებერვალს კულება შეხვდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რის შემდეგაც ევროპელი მინისტრები გამართავენ შეხვედრას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკუ პოპესკუსთან.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.