იენს სტოლტენბერგი - კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, სადაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს
უკრაინას უნდა მივცეთ ის, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, „კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, სადაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს“.
სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება გლობალურია და არა რეგიონალური და თავდაცვა არჩევითი არ არის. იენს სტოლტენბერგმა მედეგობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრი ამტკიცებდა, რომ რუსული გაზის იმპორტი მხოლოდ ეკონომიკური საკითხი იყო“.
„არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომები ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, უკრაინის ომის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად უნდა იდგნენ.
„ნატო-ს გარეშე ევროპაში უსაფრთხოება არ არსებობს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.