Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა რუსების მიერ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტიდან ორი გაანადგურეს


უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...