Jump to content
Planeta.Ge

ქალაქი თურქეთში, სტიქიის ზონაში, სადაც არცერთი შენობა არ დანგრეულა - რა გახდა ამის მიზეზი და ვინ არის ერზინის მერი, რომელიც ადგილობრივებისთვის გმირად იქცა


თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ­მა და­მან­გრე­ველ­მა მი­წისძვრამ ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას.

მა­შინ, როცა სტი­ქი­ამ თით­ქმის მთლი­ა­ნად მი­წას­თან გა­ას­წო­რა თურ­ქე­თის ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცია, ამა­ვე პრო­ვინ­ცი­ა­ში არის ერთი ქა­ლა­ქი, ერ­ზი­ნი, სა­დაც ერთი შე­ნო­ბაც კი არ დან­გრე­უ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 7.7 და 7.6 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მქო­ნე ორ­ჯერ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი მი­წისძვრის ძალა ამ ქა­ლაქ­შიც ისე­თი­ვე იყო, რო­გორც ჰა­თა­ის სხვა ად­გი­ლებ­ში.

დღეს მე­დია ცდი­ლობს მი­ზე­ზე­ბის გარ­კვე­ვას და ეძე­ბენ კი­თხვებ­ზე პა­სუხს - რა­ტომ იყო ასე­თი და­მაგ­რე­ვე­ლი მი­წისძვრა და რა­ტომ არ და­ინ­გრა არ­ცერ­თი შე­ნო­ბა ერ­ზინ­ში. პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბას კი ქა­ლა­ქის მე­რამ­დე მივ­ყა­ვართ, რო­მელ­მაც არ და­უშ­ვა უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი. ის დღეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის გმი­რია.

erzini2-43734.jpg

 

მი­წისძვრამ გა­ა­ნად­გუ­რა ასო­ბით ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სი, ერ­ზინ­ში კი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 42 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, და­ა­ზი­ა­ნა მხო­ლოდ მე­ჩე­თე­ბი, ნგრე­ვა არ ყო­ფი­ლა და არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ გარ­დაც­ვლი­ლა.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ერ­ზი­ნის მერ­მა ოქეშ ელ­მა­ს­ოღ­ლუმ TV5-ის ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"მად­ლო­ბა ღმერ­თს, ერ­ზინ­ში ჩვენ არ გვქო­ნია მსხვერ­პლი, არც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ნგრე­ვა. გვი­ხა­რია, რომ ჩვენს რა­ი­ონ­ში მსხვერ­პლი არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის გამო.

მი­წისძვრის სა­ში­ნე­ლი ბიძ­გე­ბი ჩვენც გა­მოვ­ცა­დეთ. ეს ენით აღუ­წე­რე­ლია. მე ერ­თსარ­თუ­ლი­ან კერ­ძო სახ­ლში ვცხოვ­რობ და მი­წისძვრის ბიძ­გე­ბი ძა­ლი­ან იგ­რძნო­ბო­და.

erzinis_meri-43607.jpg

ბავ­შვებ­თან ერ­თად მა­შინ­ვე კა­რის­კენ გა­ვი­ქე­ცით. გა­და­ად­გი­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ვე­ლო­დით მის დას­რუ­ლე­ბას, მაგ­რამ არ სრულ­დე­ბო­და, ერთ წუთ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. რო­დე­საც რყე­ვა შემ­სუ­ბუქ­და, ავი­ღეთ ნივ­თე­ბი, რო­მელ­თა აღე­ბაც შეგ­ვეძ­ლო და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დავ­ტო­ვეთ სახ­ლი", - ამ­ბობს ქა­ლა­ქის მერი და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ მას არ და­უშ­ვია ქა­ლაქ­ში უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი.

erzini4-43772.webp

  • ოქეშ ელ­მა­ს­ოღ­ლუს თქმით, ამის გამო არა­ერთ ადა­მი­ან­თან ჰქო­ნია კონ­ფლიქ­ტი.

"მე არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ვუშ­ვებ­დი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებს და ხან­და­ხან, ამის გამო ბრაზ­დე­ბოდ­ნენ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, შენ გარ­და, ამ ქვე­ყა­ნა­ში სხვა პა­ტი­ო­სა­ნი და წე­სი­ე­რი კაცი არ არი­სო?!

სამი თვე იყო ჩემი არ­ჩე­ვი­დან გა­სუ­ლი, რო­დე­საც მო­ვი­და ერთი, ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვი და მი­თხრა: "უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბის­თვის დაგ­ვა­ჯა­რი­მეს..." და როცა ვუ­თხა­რი, რომ მე ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, მან მი­თხრა: "ნუთუ შენ ხარ აქ ერ­თა­დერ­თი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ეს სი­ტყვე­ბი ჩემი ყუ­რით გა­ვი­გო­ნე.

ჩემი მხრივ, მე მაქვს ძა­ლი­ან სუფ­თა სინ­დი­სი, იმის გამო, რომ ჩვენ არ და­ვუშ­ვით უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა. რა თქმა უნდა, თუ არ და­უშ­ვებთ, გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ­მე, ვინც სხვა გზას იპო­ვის ამ­გვა­რი მშე­ნებ­ლო­ბის­თვის და რო­გორ­ღაც აა­გებს უკა­ნო­ნოდ კონ­სტრუქ­ცი­ას. გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ამის აღ­საკ­ვე­თად.

თუ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბას ასი პრო­ცენ­ტით ვერ აფერ­ხებ, გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი შემ­ცი­რე­ბა. არა­ნა­ირ დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვე­დი და ეს ბევრ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბად და­მიჯ­და“, - ამ­ბობს მერი.

erzin4-43932.webp

  • ვინ არის ოკეშ ელ­მა­ს­ოღ­ლუ?

44 წლის ოქეშ ელ­მა­ს­ოღ­ლუ ერ­ზინ­ში და­ი­ბა­და. სწავ­ლობ­და მარ­მა­რას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ის თა­ვის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს და­უბ­რუნ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

მე­რო­ბის კან­დი­და­ტად ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში 2019 წელს თურ­ქე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან და­ა­სა­ხე­ლეს და გა­მარ­ჯვე­ბაც მო­ი­პო­ვა.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში მი­წისძვრის მსხვერ­პლთა რი­ცხვმა 37 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. თურ­ქე­თის კა­ტას­ტრო­ფი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ნი­მუმ 31 643 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, სი­რი­ა­ში კი მი­წისძვრის მსხვერ­პლთა რი­ცხვი 5 714-მდე გა­ი­ზარ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თურ­ქეტ­ში მი­წისძვრის შე­დე­გად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის დიდი წილი ახა­ლა­შე­ნე­ბულ ნა­გე­ბობ­ზებ­ზე მო­დის. თურ­ქე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბით, 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შე­დე­გად ჩა­მონ­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 113 პი­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გა­ი­ცა.

თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა სულ მცი­რე 12 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სამ­შე­ნებ­ლო კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი.

მე­დი­ის ცნო­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია უფრო მეტი პი­რის და­პა­ტიმ­რე­ბა. ამას­თან, რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, ზო­გი­ერ­თი კრი­ტი­კო­სის თქმით, ეს მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის­გან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბაა, რად­გან ექ­სპერ­ტე­ბი გა­მუდ­მე­ბით აცხა­დებ­დნენ, რომ თურ­ქეთ­ში ბევ­რი ახა­ლი შე­ნო­ბა უსაფრ­თხო არ იყო.

AMBEBI.GE

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...