Jump to content
Planeta.Ge

ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას განიხილავს


პოლონეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, ვარშავა კოალიციას შეუერთდება.

როგორც ანჯეი დუდამ განაცხადა, „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო „მიგ 29“-ის ან „სუ“-ს ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკრაინელი მფრინავები ახლაც მზად არიან.

„ფაქტობრივად, მათ შეეძლებათ მაშინვე სახლში გაფრენა. ამიტომ, უდავოდ, „მიგ 29“ თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში, ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნატო-ს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ ამ საკითხს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...