Jump to content
Planeta.Ge

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგია გაითიშა, ხმელნიცკის ოლქში კი აფეთქებების ხმა ისმოდა


უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა.

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა სოციალურ ქსელში რაკეტის ნამსხვრევების ფოტო გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...