გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნა გულუბრყვილოა, ამით პუტინს სიგნალს გავუგზავნით: „ვჩერდებით, თქვენთვის გზა თავისუფალია”
უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნა გულუბრყვილოა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოსტორიუსმა მემარცხენეების მოთხოვნა გააკრიტიკა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყდეს.
„მოთხოვნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებები შეწყდეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, საკმაოდ გულუბრყვილოა და გარანტირებული იქნება, რომ პუტინს სიგნალს გავუგზავნით: „ვჩერდებით, თქვენთვის გზა თავისუფალია”, - განაცხადა პისტორიუსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში რუსეთის დიდ იერიშს არ ელის.
„ამის მოლოდინის გარკვეული ტენდენცია არსებობს. პირადად მე ამის არ მჯერა… ვთვლი, რომ რუსეთი დროს წელავს და ამ ომის გამოფიტვამდე გაგრძელება სურს”, - აღნიშნა მინისტრმა.
პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების 14 Leopard 2A6 ტანკი უკრაინაში მარტის ბოლო კვირებში ჩავა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.