სტიქიიდან 275 საათის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანი ამოიყვანეს
6 თებერვალს მომხდარი მასშტაბური მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს. სტიქიის ზონაში, ნანგრევების ქვეშ ისინი 275 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.