Jump to content
Planeta.Ge

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას


ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის, რომ ნიდერლანდები ემხრობა, ეს თვითმფრინავები [უკრაინას] გადაეცეს - დიახ. მაგრამ მეტს ამაზე არ ვისაუბრებდი, ვინაიდან ეს პროდუქტიული შედეგის მიღწევაში შეიძლება არ დაგვეხმაროს, რადგან აქ [მოლაპარაკებებში] ბევრი მონაწილეა”, - აღნიშნა რუტემ.

ამავდროულად, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ.

„ადრე ვნახეთ, რომ შეთანხმებებს ვაღწევდით თვითმავალ ჰაუბიცებზეც, ტანკებზეც. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამაში თანამშრომლობა და პროგრესი შესაძლებელია… გვჯეროდეს, რომ გამოგვივა ამის განხილვა და ისე გადაწყვეტა, როგორც ტანკებთან გამოვიდა”, - განაცხადა რუტემ.

ზელენსკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თვითმფრინავების გადაცემაზე შეთანხმება უფრო რთულია, ვიდრე „სატანკო კოალიციაზე”. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ გარკვეული დადებითი მომენტები უკვე არის, მაგალითად უკრაინელი პილოტების წვრთნა.

„ჩვენ ნამდვილად ვიმუშავებთ ამ [თვითმფრინავების] კოალიციაზე. წვრთნებზე საუბარი დავიწყეთ. ეს კითხვაა მთელი მსოფლიოსადმი, რადგან ეს ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული. უკრაინა დაჟინებულია იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენს ფასეულობებს იცავენ. გვჯეროდეს, რომ ამ ამ მიმართულებით შედეგი გვექნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...