კენეტ იალოვიცი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება დაპირებები გასცენ, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება - არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება - ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც ყველა დანარჩენს, - ამის შესახებ საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიციმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ რუსეთის ნდობა და მოსკოვთან კარგი ურთიერთობის ქონა სასიკეთოდ მაინც არ მთავრდება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება. რუსეთს ჰქონდა ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, კვლავ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს სხვა ტერიტორიებიც მათ მიღმა. გადადგა მან ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ? არა. მათ მხოლოდ ერთი რამ იციან: ძალის გამოყენება. ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც ყველა დანარჩენს“, - აცხადებს კენეტ იალოვიცი.
მისივე თქმით, რუსეთი იმ დიპლომატიური იზოლაციის შეცვლას ცდილობს, რომელშიც თავი უკრაინასთან ომის წამოწყებით ჩაიგდო.
„ვფიქრობ, იმის გასაგებად, თუ რის გაკეთებას ცდილობენ რუსები მოლდოვაში, უნდა დავაკვირდეთ უფრო ფართო პერსპექტივას, როგორც მაგალითად, ისინი ახლა საქართველოს სთავაზობენ პირდაპირი ფრენების აღდგენას. მიანიშნებენ იმაზეც, რომ 3+3-ის ფორმატის მოლაპარაკებებით დაწყება სურთ, რომ შესაძლებელია იყოს ამისთვის სივრცე, რაზეც საქართველო აქამდე უარს ამბობდა. ისინი ცდილობენ, გამოვიდნენ იმ დიპლომატიური იზოლაციიდან, რომელშიც თავი ჩაიგდეს ამ სასტიკი და არაცივილური ომის გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყეს“, - აცხადებს იალოვიცი.
13 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რუსეთი მოლდოვის მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა. ამ გეგმაში კი მისი თქმით, მონაწილეობას რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეები იღებდნენ. სანდუს განმარტებით, რუსეთის გეგმის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა და მისი სტრატეგიული მდებარეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენება იყო.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.