ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს - რუსეთი წელს აუცილებლად დამარცხდება
მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიების პირველი დღის პანელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა, რომელიც კონფერენციას დისტანციურად ესწრება. მან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ბრძოლა ბიბლიურ ეპიზოდს შეადარა, სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა.
„ვფიქრობ, რომ კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დაცვას ცდილობს გოლიათისგან. დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს. თითოეულ მოკავშირეს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. რუსეთი წელს აუცილებლად დამარცხდება. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გოლიათს გამარჯვების შანსი არ აქვს, თუმცა სამწუხაროდ მაქვს აქვს შესაძლებლობა ბევრი სიცოცხლე შეიწიროს", - განაცხადა ზელენსკიმ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.