ბათუმში ნაპოვნი ჩვილი კლინიკაშია მოთავსებული
ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთთან ორი დღის წინ კალათში ჩასმული ჩვილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვი ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად".
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.