მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 13 წლის სპორტსმენმა 177,82 ქულა მოიპოვა, რითიც ოქროს მედალს დაეუფლა.
სამინისტროს განცხადებით, ინგა გურგენიძე კანადის ქალაქ კალგარიში გასამართ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.