TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციული ანგარიშები წაშალა
ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში.
საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს.
„ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში იყვენენ ბაზირებულული. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები შინაარსს რუსულ ენაზე ავრცელებდნენ, არასანდრო ანგარიშების გამოყენებით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.
დაბლოკილი ანგარიშებიდან პრორუსული პოზიცია ვრცელდებოდა უკრაინის ომზე, ნათქვამია დოკუმენტში.
TikTok--ს ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებთა შორის. ისინი ევროპელ მომხმარებლებად ინიღბებოდნენ და უკარაინის ომის თემაზე მასალებს გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ, რისთვისაც საუბრის სინთეზის პროგრამას იყენებნენ.
კომპანიამ მსვავსი 1688 ანგარიში დაბლოკა, რომელთაც 133 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
- მანამდე ევროკავშირის საგარეო სამსახურმა 2022 წელს გლობალურ საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციისა და ფაქტებით მანიპულირების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს წლის მთავარი დეზინფორმატორი ქვეყანა უწოდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის საინფორმაციო თავდასხმების მთავარ თემად იქცა და 100-დან 60 შემთხვევაში მათი მიზანი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლება იყო.
- რუსეთიდან მომდინარე საინფორმაციო თავდასხმების კიდევ ერთი მიზანი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დისკრედიტაცია იყო.
-
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა უახლოეს მომავალში აპირებს შექმნას ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ცენტრი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს პროპაგანდას.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.