Jump to content
Planeta.Ge

მსესხებლების 11,4% კრედიტს ვერ იხდის


საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

„კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 349 ადამიანს აქვს, ჯამში 39 863 664 829 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,2% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, იანვრის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 365 809 440 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 624 572 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 130 457 -ია.

 

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 739 978 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 018 978 151 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 126 020 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 466 ადამიანს კი, ჯამში 478 877 238 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 899 ადამიანს უფიქსირდება.

 

 
taia-ardoteli-1633676300.png
ავტორი:
თაია არდოტელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...