Jump to content
Planeta.Ge

„სამშობლო - მახინჯი“ - ლია ახეჯაკოვას პასუხი თეატრიდან მისი გაგდების თემაზე


საბჭოთა კავშირის ცნობილი მსახიობი, 84 წლის ლია ახეჯაკოვა, პუტინის პოლიტიკის კრიტიკის გამო, მშობლიური თეატრიდან გამოაგდეს.

ახეჯაკოვა თეატრის ხელმძღვანელობამ ყველა როლიდან მოხსნა, ზოგ შემთხვევაში კი, სპექტაკლები, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა საერთოდ ჩაიხსნა.

ახეჯაკოვას განცხადებით, რომელიც მან მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდგომ გააკეთა, მისთვის ეს გასაკვირი არ არის და არც იმას გამორიცხავს, რომ ძალიან მალე ის უცხოელი აგენტების სიასაც დაამატონ და დიდი ფულადი ჯარიმებიც დააკისრონ, თუმცა, მსახიობი ამ ყველაფრის მოუხედავად არ აპირებს დატოვოს რუსეთი, რადგანაც მას უკვე არც ამის ასაკი გააჩნია და არც სურვილი. ის მოუწოდებს მის კრიტიკოსებს თავად დატოვონ რუსეთი.

 

 "ეს არის ჩემი „სამშობლო-მახინჯი“, ჩვენ ის მოგვწონს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ლამაზი. მე 84 წლის ვარ, საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ აქედან გავიდე, დაე მათ დატოვონ. არსად არ წავალ, ეს ყველაფერი აქ უნდა გავიარო. მე ძალიან დიდი ხანია აქ ვცხოვრობ აქ, ”- წერს ახეჯაკოვა სოციალურ ქსელში.

cnews.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...