Jump to content
Planeta.Ge

სერგეი შამბა რუსეთთან შეერთებაზე - აფხაზეთი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებულ თემებს არ განიხილავს


აფხაზეთის პრეზიდენტს არ შეუძლია მოლაპარაკება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

შამბამ კომენტარი გააკეთა ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "კონსტიტუცია ამ თემის განხილვის საშუალებას არ იძლევა".

„ასეთი საკითხები ასე არ წყდება - პრეზიდენტი წავიდა, უცებ დაბრუნდა და ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც (არ იძლევა) ამ თემის განხილვის საშუალებას“, - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთი „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვასთან" დაკავშირებულ თემებს არ განიხილავს.

შამბას თქმით, აფხაზეთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს თუნდაც „ასეთი კითხვის დასმისთვის“.

„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მსგავსზე არაფერზე გვისაუბრია. ჩვენ მხოლოდ ოფიციალური პირებისგან გავიგეთ, რომ აფხაზეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება, ეს არაერთხელ გაკეთებულა, ამაზე ისაუბრეს როგორც პრეზიდენტმა, ასევე რუსეთის ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა“, - განაცხადა შამბამ.

სერგეი შამბას განცხადებით, დღეს ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოში შეხვედრას გამართავს. თავად შამბა უახლოეს მომავალში მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...