Jump to content
Planeta.Ge

2022 წელს, 10 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში


2022 წელს, 10 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში.

შესაბამისი სადეპუტატო კითხვით საქართველოს ეროვნულ ბანკს პარლამენტის დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა.

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა 109 949 ანგარიში გახსნეს. ხოლო იურიდიულმა პირებმა - 6 ანგარიში.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი საბანკო ანგარიში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა ოქტომბრის თვეში გახსნეს. ანგარიშების რაოდენობა 27 784-ს შეადგენს. ყველაზე ცოტა კი აგვისტოში 6409.

„გიგზავნით რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი პირების (ფიზიკური და იურიდიული) რაოდენობას, ვინც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში გახსნა ანგარიში. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან,“ - ნათქვამია სებ-ის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...