სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Aktuality ავრცელებს.
ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ.
რეზოლუცია ამჟამინდელ რუსულ რეჟიმს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
დეპუტატებმა ასევე რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარები დაგმეს. რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. “რეფერენდუმებს” და მათ შედეგებს და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილი რჩება.
ამავდროულად, სლოვაკი დეპუტატები რუსეთის ჰიბრიდულ ომს გმობენ, რომელსაც იგი სლოვაკეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს. რეზოლუცია სამართალდამცავ ორგანოებს, სადაზვერვო სამსახურებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებს საფრთხე სათანადოდ შეაფასონ და სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად შესაბამისი ეფექტიანი ზომები მიიღონ.
აღნიშნულ რეზოლუციას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგ წავიდა, 7-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.