Jump to content
Planeta.Ge

ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება, - ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...