Jump to content
Planeta.Ge

იანვარში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 1 096%-ით გაიზარდა


2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნებს შორის 60.1%-ით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია - იანვარში ამ ქვეყნიდან 267.6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1 096%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 15.8%-ით დაიკლო წინა თვესთან შედარებით - დეკემბერში ნაკადების მოცულობა 317.3 მლნ აშშ დოლარი იყო.

 

2023 წლის პირველ თვეში გადმორიცხვების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული შემდეგნაირია:

  1. რუსეთი - 268 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1096%;
  2. იტალია - 40 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 19%;
  3. აშშ - 29 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 41%;
  4. საბერძნეთი - 18 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7%;
  5. ისრაელი - 17 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15%;
  6. გერმანია - 14 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 62%;
  7. ყაზახეთი - 9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32%;
  8. თურქეთი - 8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%;
  9. ყირგიზეთი - 5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 60%;
  10. ესპანეთი - 4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%.

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, სებ-ის ცნობით, 2023 წლის იანვარში საზღვარგარეთ 26.3 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის (23.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.

 
 
kaxi-1653897193.jpg
ავტორი:
კახი ჩაკვეტაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...