Jump to content
Planeta.Ge

2022 წელს აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა - „გალტ & თაგარტი“


„გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სადაც საქართველოს 2022 წლის ელექტროენერგიის ბაზრის შედეგებია შეჯამებული, გასულ წელს, ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და შესაბამისად 1.5 ტვტ.სთ შეადგინა.

იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იმპორტის ხარჯი 41.2 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, ელექტროენერგიის სავაჭრო ბალანსმა დადებითი, 43.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველო რაოდენობრივად კვლავ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა.

 

რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავლები 436.5%-ით (5.4- ჯერ), 84.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 118.9%-ით მოიმატა ექსპორტის საშუალო ფასმა და კვტ.სთ-ზე 8.7 ცენტი იყო.

„გალტ & თაგარტის“ შეფასებით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა თურქეთში ფასების უპრეცედენტო მატებამ გამოიწვია.

 

 
tamar-mukbaniani-1600691867.jpg
ავტორი:
თამარ მუკბანიანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...