აფხაზი სეპარატისტები ენგურის ხიდზე ახალი გადასასვლელების გახსნას გეგმავენ
აფხაზი სეპარატისტები ენგურის ხიდზე ქვეითთათვის ახალი გადასასვლელების გახსნას გეგმავენ და ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ასლან ბჟანიასა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი იყო განხილული.
"შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე არსებული ახალი გადასასვლელი პუნქტების ექსპლუატირების საკითხი",_ იუწყება აფხაზური მხარე.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ამავე საკითხზე შეხვდა ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.