Jump to content
Planeta.Ge

საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო


საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. როგორც Bpn.ge წერს, ერთი მხრივ, საუბარია, 76 მილიონ დოლარიან საარბიტრაჟო დავაზე, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა, მეორე დავა კი, საქართველომ წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. საუბარია პარალელურ საინვესტიციო დავაზე Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

არსებული განმარტებით, საქართველოს არა ორივეს, არამედ, ერთ-ერთი დავის თანხის გადახდა მოუწევს, რადგან შეკრებითობა არბიტრაჟის შემთხვევაში არ ხდება.

2021 წლის დეკემბერში, საქართველოს რუსული კომპანიის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა სტოკჰოლმის არბიტრაჟმა დაავალა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მაშინ „ინტერ რაო“ 200 მილიონს ითხოვდა, არგუმენტების წარდგენის შემდეგ კი თანხა 80 მილიონამდე შემცირდა.

2 წლის წლინ, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დავა გრძელდება, თუმცა როგორც ბოლო გადაწყვეტილებით ჩანს, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადასახდელი თანხა გაზარდა.

შეგახსენებთ, Inter Rao-სთან დავა 2017 წელს დაიწყო. კომპანია 2 ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის ენერგეტიკული კომპანია თელასის 75%. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა ტარიფების საკითხს. საქართველოს ხელისუფლება კი მიიჩნევდა, რომ ტარიფები სწორად იყო განსაზღვრული.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...