Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი


უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა.

„თუ უკრაინის ცა უსაფრთხო დარჩება შემდეგი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ყველა შემდგომ ნაბიჯებზე შეგვეძლება საუბარი - ახლა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გამოყენებას აქვს აზრი”, - განაცხადა პისტორიუსმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი ყურადღების ცენტრში არ დგას.

პისტორიუსის განცხადებით, ახლა პრიორიტეტული მიზანია უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამისთვის საჰაერო თავდაცვის ფუნქციონირებადი სისტემა არის საჭირო საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობით.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...