მედია - აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს
აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ შემდეგ კვირას ომის დაწყებიდან წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს.
იგი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ პაკეტს, რათა კიევში მყოფ ხელისუფლებას ფუნქციონირებაში დაეხმაროს.
გამოცემის წყაროების თანახმად, აღნიშნული პაკეტი უკრაინის ხელისუფლებისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება იქნება. მათი თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ დიდ პაკეტზე იქნება განცხადებული.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.