პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უწყებიდან МГИМО-ს კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა, ეს ინსტიტუტი საბჭოთა იმპერიალიზმის დიდი პროექტის ნაწილი იყო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, აღნიშნული ზომა დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია.
მინისტრის თქმით, უკვე ორი თვეა, უწყებაში ასეთი კადრი აღარ ფიქსირდება. ზბიგნევ რაუ განმარტავს, რომ„ МГИМО-ს კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ემუშავათ“.
„ეს ინსტიტუტი საბჭოთა იმპერიალიზმის დიდი პროექტის ნაწილი იყო. МГИМО იყო ინვესტიცია იმპერიალიზმის ფუნქციონირებისთვის. ის საბჭოთა რბილი ძალის ნაწილია. კურსდამთავრებულები უნდა მოსამსახურებოდნენ ამ იმპერიის საქმეს. სტიპენდიებს იქ კეთილი გულის გამო არავინ იღებდა. МГИМО-ს კურსდამთავრებულების საშუალებით, საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებას თავიანთი ინტერესების რეალიზება სურდათ. კომუნიზმი არ ყოფილა ლოკალური მოვლენა და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპეცსამსახურებით. ეს იყო ტოტალური სისტემა, ამიტომ გაჩნდა დეკომუნიზაციის საჭიროება“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.