Jump to content
Planeta.Ge

ლოიდ ოსტინი - ჩვენ მივაწვდით უკრაინას დაპირებულ დახმარებას, არცერთ ჩვენგანს არ სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს


აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი.

„საკონტაქტო ჯგუფმა ნათლად განმარტა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩვენ მივაწვდით უკრაინას იმ დახმარებას, რასაც დავპირდით. ამ ქვეყანას აქვს გადაუდებელი საჭიროებები. უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი სამხედრო აღჭურვილობა. გვაქვს შესაძლებლობა და გვიერთდება ჩვენი კარგი მეგობარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. ომიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ისეთი ერთიანი ვართ, როგორც არასდროს. ვიცი, რომ ჩვენი ერთიანობა მხოლოდ გაძლიერდება.

არცერთ ჩვენგანს არ სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი. ქვეყნების ჯგუფი, კერძოდ: გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ „Leopard 2“-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...