Jump to content
Planeta.Ge

ლიონელ მესი შეიძლება არგენტინაში 10 ათასი პესოს ნომინალის ახალ ბანკნოტზე გამოსახონ #1TVSPORT


„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, თავისი სამშობლოსგან უმაღლესი ჯილდო მიიღოს მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.

გაზეთ La Nacion-ის მონაცემებით, არგენტინაში ინფლაციამ 100 პროცენტს მიაღწია. ქვეყნის მთავრობა განიხილავს უფრო მაღალი ნომინალის ორი ბანკნოტის გამოშვებას – 5000 და 10000 პესო.

არგენტინის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ქვეყნის უმსხვილესი ბანკის პრეზიდენტმა, სილვინა ბატაკისმა განაცხადა, რომ სწორედ ლიონელ მესი შეიძლება გახდეს მთავარი პრეტენდენტი, რომ გამოსახული იყოს ახალ ბანკნოტზე.

„პირადად მე სიამოვნებით გამოვუშვებდი ბანკნოტს ლიონელ მესის გამოსახულებით. 10000 პესოს ნომინალის ბანკნოტის გამოშვების საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია. განიხილება სხვადასხვა კანდიდატურა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ „ათიანი“ მესის ეკუთვნის, მაგრამ დიდი კამათია მესისა და დიეგო მარადონას შორის“, – განაცხადა ბატაკისმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...