Jump to content
Planeta.Ge

ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი ამჟამად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა. 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს.

2014-2017 წლებში რობინ დანიგანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.

დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მსახურობს.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...