დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ცნობილი განსახილველი საკითხები - დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე არ განიხილავენ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, ამასთან, აღნიშნავს, რომ სხდომაზე მსჯელობის საგანი არ იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა {მიხეილ სააკაშვილის} საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად", - აღნიშნავს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. .
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.