სტოლტენბერგი: განვიხილავთ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრების ორდღიან სამიტზე, რომელიც 14 თებერვალს დაიწყება, მისი მოლოდინით განიხილავენ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობასაც.
"ამჟამად მიმდინარობს დისკუსია თვითმფრინავების შესახებაც, და მოველი, რომ ამაზე ხვალ, ბრიუსელშიც ვილაპარაკებთ" - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას ასევე ესაჭიროება სასწრაფო დახმარება ხმელეთზე.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან, ნატოს არ გადააქცევენ ამ კონფლიქტის მხარედ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.