მაკეევკაში დაღუპულებს შორისაა გალელი რამინ ბახტაძე
უკრაინაში ომში დაიღუპა რუსეთის მხარეს მოხალისედ მებრძოლი, 49 წლის რამინ ბახტაძე, რომელიც წარმოშობით ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის, სოფელ პირველ ოტობაიადან იყო.
რამინ ბახტაძის მამამ არნოლდ ბახტაძემ „გალი ტვ“-ს უამბო, რომ მისი ვაჟი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. გასული წლის 15 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში წავიდა საიდანაც უკრაინაში გაემგზავრა. არნოლდ ბახტაძის ინფორმაციით, რამინ ბახტაძე მაკეევკაში, ასობით რუს სამხედრო მოსამსახურესთან ერთად დაიღუპა.
მამის სიტყვებით, რამინ ბახტაძის ცხედარი თუთიის კუბოთი ჩამოასვენეს. შვილის ამოცნობა მამამ სვირინგის მეშვეობით შეძლო. ბახტაძე ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს. მას ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი დარჩა.
დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაზე იერიში უკრაინის საჰაერო ძალებმა 31 დეკემბრის ღამით მიიტანა. მთლიანად დაინგრა 19-ე პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა, რომელშიც რუსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინამ ქალაქ მაკეევკას დაარტყა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ის 6 რაკეტით. 4 იანვარს კი განაცხადეს, რომ თავდასხმას 89 სამხედრო ემსხვერპლა. ამის შემდეგ უწყებას სხვა კომენტარი აღარ გაუკეთებია. უკრაინული მხარე ასობით დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. BBC-ის რუსულმა სამსახურმა ღია წყაროებზე დაყრდნობით 92 დაღუპულის შესახებ ინფორმაციის დადასტურება შეძლო.
ამანდე იყო ცნობილი, რომ უკარაინაში ომში დაიღუპა გალის მცხოვრები ბესლან ტაბაღუა. უკრაინშაი დაიღუპნენ ასევე მოხალისეები ოკუპირებული აფხაზეთიდან ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე, ლორან სმირი და დმიტრი ცვიჟბა.
უკარაინის მხარეს მებრძოლთა შორის დაუღუპნენ ასევე აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეები.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.