პაველ ჰერჩინსკი - ოპოზიცია უნდა დარჩეს პარლამენტში
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ოპოზიციას მოუწოდებს, დარჩეს პარლამენტში და კონსტრუქციულად მიუდგეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.
ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია, თუმცა მთავარი პოლიტიკური დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს.
„მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს ცალსახად მოითხოვს ინკლუზიურობას ხელისუფლების მხრიდან და ასევე მოითხოვს კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან და ადგილი, სადაც ეს დისკუსია უნდა წარიმართოს არის საქართველოს პარლამენტი. სწორედ ამიტომ აღვნიშნეთ ჩვენ ოპოზიციასთანაც, რომ ისინი უნდა დარჩნენ პარლამენტში, იყვნენ ჩართულები, იმუშაონ კონსტრუქციულად იმისთვის, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით.
მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია. ამავდროულად, მე ძალიან მკაფიოდ ვუჭერ მხარს, რომ ოპოზიცია დარჩეს პარლამენტში, იყოს ჩართული და იმუშაოს კონსტრუქციულად, რათა საქართველომ განაგრძოს სვლა ევროკავშირში წევრობისკენ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.