Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა, შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწიათ ამ გადაჭარბებულ რეაქციაზე გამოსწორების პასუხების გაცემა


პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა - როგორც ჩანს ხელოვანი ადამიანების რეაქცია, რომელიც სახელმწიფოს ნაბიჯებს მოჰყვა, კარგად არ ჰქონდათ შეფასებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ მწვავე ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, სამართლებრივის, სწორი არ იყო.

"ამ მოვლენაზე ძალიან საინტერესო რეაქციები ვნახეთ თავის შინაარსით. ვფიქრობ, პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა ადამიანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა, შემდეგ "ქართული ოცნების" სხვა წევრებს მოუწიათ ამ გადაჭარბებულ რეაქციაზე გამოსწორების პასუხების გაცემა. იქ, რა თქმა უნდა, ვერავითარი სისხლის სამართლებრივი საკითხი ვერ იქნებოდა, ეს მაქსიმუმ ადმინისტრაციული ტიპის დანაშაული შეიძლება ყოფილიყო. მათ, როგორც ჩანს, ეს თავიდან არ ჰქონდათ კარგად შეფასებული, მათ შორის ხელოვანი ადამიანების რეაქცია, რომელიც მოჰყვა სახელმწიფოს ნაბიჯებს და შემდეგ მოუწიათ სიტუაციის გამოსწორება, ეს ცალსახად იკითხება პოლიციის რაოდენობის მობილიზებით, ამაზე მიცემული რეაქციებით და სხვა. პრეზიდენტის შეფასებას რაც შეეხება, ეს აჩვენებს მმართველ პარტიას და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებას. ჩვენ არ გვჭირდება დამატებით ინსტიტუტების დაპირისპირება, "ქართული ოცნება" ისედაც ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად მოახდინოს რადიკალიზაცია,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატის ნაცვლად, დატოვებული წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...