დმიტრო კულება - რუსეთის წინააღმდეგ, 24 თებერვლისთვის, ახალი სანქციები დაწესდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე რუსეთს ახალი სანქციები და სხვა ზომები ემუქრება.
„24 თებერვლისთვის ახალი სანქციები იქნება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუტში. გაერო-ში, კიევში, მსოფლიოს ბევრ სხვა დედაქალაქში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ძალიან მკაფიო გზავნილს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს: თუ თქვენ, პუტინი, ფიქრობთ, რომ დრო თქვენს მხარესაა, მაშინ ძალიან ცდებით. იმიტომ, რომ უკრაინასთან ერთობა დღითიდღე იზრდება და ამ ომში აუცილებლად დამარცხდებით“, - აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლონეთში, 20-22 თებერვალს დაგეგმილ ვიზიტსაც გამოეხმაურა.
”რა თქმა უნდა, ეს ასევე არის ამ ტრაგიკული წლისთავის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილი და იმ სიგნალის განუყოფელი ელემენტი, რომელიც მე გამოვაცხადე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სწორედ ევროპაში იქნება“, - აღნიშნა კულებამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.