Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი უნდა გახდეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის


ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის - არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, მისი განკარგულებით, ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

„რუსული სისტემის ყველა ელემენტი, რომელიც ჩართულია ომში, ტერორის უზრუნველყოფასა და აგრესიის დაფინანსებაში, გლობალური სისტემისგან იზოლირებული უნდა იყოს და ასეც იქნება!“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს „რადიაციული შანტაჟისთვის“, რისთვისაც ის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს იყენებს.

„უკვე ვემზადებით დაგეგმილი კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. არ შევწყვეტთ დიპლომატიურ მარათონს, რომელიც დავიწყეთ უკრაინის შეიარაღებული და სხვა სახის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. დღეს მე პირადად მინდა, მივესალმო ყველას, ვინც აღადგენს ჩვენი სახელმწიფოს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...