საქართველო, სომხეთი, თურქეთი... - რომელი ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ ძირითადად რუსები
საქართველო მეოთხეა იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოწმობა 2022 წელს მთლიანობაში 50 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას RBC ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შსს-ს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იური ტიტოვი აცხადებს, რომ 2022 წელს 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან უცხო სახელმწიფოში მუდმივი ცხოვრების უფლებისდოკუმენტი აქვთ მიღებული, რაც, 2021 წელთან შედარებით, 4,6%-ით ნაკლებია. 2021 წელს ეს რიცხვი 53 ათას ადამიანს შეადგენდა.
ტიტოვის ცნობით, მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ძირითადად ისრაელის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოს, გერმანიის და უკრაინის პასპორტებიაქვთ აღებული.
ამ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2022 წელს 4 306-მა ადამიანმა უარი თქვა რუსეთის პასპორტზე, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის შიგნით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე მხოლოდ 40-მა ადამიანმა თქვა უარი.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს შემცირდა იმ უცხოელების რიცხვი, რომლებმაც რუსული პასპორტი მიიღეს და 691 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 6,4%-ით ნაკლებია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.